USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
ტრამპი "ტვიტერის" წინააღმდეგ
дата:  651

შეერთებული შტატების ლიდერმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა საპრეზიდენტო განკარგულებას სოციალური ქსელების წინააღმდეგ. განკარგულება აღმასრულებელი შტოს სააგენტოებს უბრძანებს, რომ დაავალონ დამოუკიდებელ მარეგულირებელ სააგენტოებს, მათ შორის კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას და ფედერალურ სავაჭრო კომისიას, შეისწავლონ აღნიშნული საკითხი. კერძოდ, მათ უნდა გაარკვიონ, შეუძლიათ თუ არა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ახალი რეგულაციების დაწესება.

ექსპერტები ეჭვობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება კონგრესის გარეშე საერთოდ შესაძლებელი იყოს. ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე არსობრივი. ტრამპს სავარაუდოდ, სჭირდება თანამოაზრეების და მომხრეების მხარდაჭერის მობილიზება მას შემდეგ, რაც სამშაბათს "ტვიტერზე" მოხდა.

სამშაბათს "ტვიტერმა" ტრამპის განცხადებებს ფაქტების გადამოწმების გაფრთხილების იარლიყი მიამაგრა. მსგავსი მეთოდით სოციალური მედიის პლატფორმა არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ებრძვის. ტრამპმა "ტვიტერი" არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და დაემუქრა სოციალურ ქსელებს იმით, რომ ეს ძვირი დაუჯდებათ.

პრეზიდენტი ტრამპი ფიქრობს, რომ "ტვიტერის" ქმედება სოციალური ქსელის "სარედაქციო გადაწყვეტილებაა" და პოლიტიკური აქტივიზმის ტოლფასია. თავის მომხრეებთან ერთად, პრეზიდენტი სილიკონის დაბლობის ტექნოლოგიურ გიგანტებს ლიბერალურ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

 

წყარო: amerikiskhma.com

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати