USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
ტრამპი: თუ ნავთობის ფასი დაეცემა, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივ დასრულდება
дата:  694

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის ფორუმზე ონლაინ-რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC) ნავთობის ფასების დაწევას სთხოვს, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი.

„ასევე ვაპირებ საუდის არაბეთსა და OPEC-ს ვთხოვო ნავთობის ფასის დაწევა. გულწრფელად მიკვირს, რომ ეს არ გააკეთეს არჩევნებამდე. თუ [ნავთობის] ფასი დაეცემა, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივ დასრულდება. ახლა ფასი საკმარისად მაღალია ამ ომის გასაგრძელებლად. თქვენ უნდა შეამციროთ ნავთობის ფასი. თქვენ შეგიძლიათ დაასრულოთ ეს ომი. მათ ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თეთრი სახლის ხელმძღვანელის თქმით, მისი გუნდის ძალისხმევა კონფლიქტის მოსაგვარებლად უკვე დაწყებულია.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати