USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ტრამპი: სი ძინპინი ძლიერი და ძლევამოსილი ადამიანია, რომელსაც ჩინეთში პატივს სცემენ
თარიღი:  658

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ესაუბრა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს თავისი წარმომადგენლების მეშვეობით და რომ მას სჯერა ჩინეთის ლიდერთან შემდგომი ურთიერთგაგების. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი წარმომადგენლების მეშვეობით“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა აღწერა ჩინეთის ლიდერი, როგორც „ძლიერი და ძლევამოსილი ადამიანი, რომელსაც ჩინეთში პატივს სცემენ“.

„და ვფიქრობ, ჩვენ ალბათ ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს. მაგრამ თქვენ იცით, რომ ეს უნდა იყოს ქუჩა ორმხრივი მოძრაობით“, - დასძინა მან.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის