USD 2.6959
EUR 3.1747
RUB 3.4365
Тбилиси
ტრამპი სამშვიდობო გეგმაზე: ზელენსკის არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავამტკიცებ
дата:  95

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა POLITICO-სთან ექსკლუზიურ საუბარში საკუთარი თავი უკრაინასა და რუსეთს შორის ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების უმაღლეს არბიტრად წარმოაჩინა.

„მას [ზელენსკის] არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავამტკიცებ. ასე რომ, ვნახოთ, რა აქვს მას წარმოსადგენი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მოსალოდნელია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას ფლორიდაში ტრამპს შეხვდება. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თან ჩააქვს ახალი 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა.

Тбилиси
ნადარეიშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა
პროექტის ფარგლებში, 3 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცეც.
ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე რეაბილიტირდა 600 კვ.მ ფართობის საფეხბურთო მოედანიც.
 სამუშაოების ღირებულება 590 000 ლარია.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.
более
голосование
Кстати