აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა POLITICO-სთან ექსკლუზიურ საუბარში საკუთარი თავი უკრაინასა და რუსეთს შორის ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების უმაღლეს არბიტრად წარმოაჩინა.
„მას [ზელენსკის] არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავამტკიცებ. ასე რომ, ვნახოთ, რა აქვს მას წარმოსადგენი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მოსალოდნელია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას ფლორიდაში ტრამპს შეხვდება. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თან ჩააქვს ახალი 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა.