USD 2.6653
EUR 3.0960
RUB 3.6337
Tbilisi
ტრამპი რეზა ფეჰლევზე - არ ვიცი, მიიღებს თუ არა მისი ქვეყანა მას ლიდერად
Date:  1088

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟი, ირანული ოპოზიციის ლიდერი რეზა ფაჰლევი, რომელიც ემიგრაციაში ამერიკაში ცხოვრობს, ირანში ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოსთვის თეთრ სახლში მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს დროს ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს ვარაუდი, რომ ირანის მთავრობა დაემხობა.

„ის [ფაჰლევი] სასიამოვნო პიროვნებაა, მაგრამ არ ვიცი, როგორი იქნებოდა ის თავის ქვეყანაში. ჩვენ ჯერ აქამდე არ მივსულვართ“, - დასძინა ტრამპმა.

„არ ვიცი, მიიღებს თუ არა მისი ქვეყანა მას ლიდერად, მაგრამ, ნათელია, რომ, თუ ეს ასე მოხდება, ჩემთვის ძალიან კარგი იქნება“, - თქვა ტრამპმა.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way