USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
ტრამპი პუტინთან საუბარზე - დღეს მასთან არანაირი პროგრესი არ მქონია
Date:  390

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით საუბრისას, რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია.

„არა, დღეს მასთან საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია. გვქონდა სატელეფონო საუბარი. ეს საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იყო. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის ირანზე და ასევე, როგორც იცით, უკრაინასთან ომზე და მე ამით არ ვარ კმაყოფილი, არ ვარ კმაყოფილი“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

დონალდ ტრამპს ასევე შეკითხვა დაუსვეს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შეჩერების შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ მიწოდება არ შეჩერებულა.

„ჩვენ არ შეგვიწყვიტავს, ჩვენ ვაძლევთ იარაღს, რადგან ძალიან ბევრი იარაღი მივეცით. ჩვენ ვაძლევთ იარაღს და ვმუშაობთ მათთან და ვცდილობთ დავეხმაროთ მათ. იცით, ბაიდენმა მთელი ჩვენი ქვეყანა დაცარიელა იარაღის მიცემით და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საკმარისი გვაქვს საკუთარი თავისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way