USD 2.7258
EUR 3.1968
RUB 3.3665
Тбилиси
ტრამპი პუტინს - შენ კარგად არ გამოიყურები. უკვე 4 წელია ომს აწარმოებ, რომელსაც ერთი კვირა უნდა დასჭირვებოდა. ქაღალდის ვეფხვი ხომ არ ხარ?
дата:  198

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის გაჭიანურების გამო გააკრიტიკა და იმედგაცრუება გამოხატა.

მისი თქმით, მას ეგონა, რომ პუტინი კონფლიქტს გაცილებით მოკლე დროში დაასრულებდა.

„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით. მეგონა, რომ ამ საქმეს მალე მოაგვარებდა. მას ეს ომი ერთ კვირაში უნდა დაამთავრებინა. მე ვუთხარი პუტინს: შენ კარგად არ გამოიყურები. უკვე 4 წელია ომს აწარმოებ, რომელსაც ერთი კვირა უნდა დასჭირვებოდა. ქაღალდის ვეფხვი ხომ არ ხარ?“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ის პუტინს ალასკაზე შეხვდა და მათი შეხვედრა „კარგი“ იყო, თუმცა, ამ შეხვედრის შემდეგ რუსეთის ლიდერმა კვლავ განაახლა კიევში დრონების გაგზავნა.

შემდეგ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის მუქარის საპასუხოდ, მან ორი ატომური წყალქვეშა ნავი გაგზავნა  რუსეთის ნაპირებთან.

"რუსეთი ცოტა ხნის წინ ჩვენ ოდნავ დაგვემუქრა. და მე ატომური წყალქვეშა ნავები გავაგზავნე - ყველაზე მომაკვდინებელი იარაღი, რაც კი ოდესმე შექმნილა. მე ეს გავაკეთე სიტყვა "ბირთვულის" მოხსენიების გამო. ეს დებილი ადამიანი [მედვედევზე ამბობს] იყო, რომელიც პუტინზე მუშაობს, და მე 2 წყალქვეშა ნავი გავგზავნე რუსეთის ნაპირებთან, თავი დავიზღვიეთ. ჩვენ არ შეგვიძლია ვინმეს უფლება მივცეთ, ეს სიტყვა ჰაერზე ისროლოს." - განაცხადა ტრამპმა.

Тбилиси
თბილისის ანძის ქვედა ნაწილში მოეწყობა თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი, 70 მეტრ სიმაღლეზე კი გადმოსახედი და რესტორანი - ინვესტიცია არანაკლებ 4 მილიონ აშშ დოლარია

დედაქალაქში სატელევიზიო ანძის განვითარებისა და მისი ტურისტულ ატრაქციად ქცევის პროექტის განხორციელება იწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანძის ქვედა ნაწილში მოეწყობა თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი, ხოლო 70 მეტრ სიმაღლეზე პანორამული რესტორანი.

თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძასთან იმყოფებოდა, სადაც პროექტის განხორციელების ადგილი დაათვალიერა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ეს პროექტიც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის“.

„მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძაზე ძალიან კარგი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის კერა. 70 მეტრ სიმაღლეზე მოეწყობა გადმოსახედი და რესტორანი. ჩვენ დიდი ხანია, ამაზე ვმუშაობთ, გვქონდა არაერთი შეხვედრა ისტორიულ საბჭოსთან, თუ როგორი პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ყველა დეტალი, უსაფრთხოება არის გათვალისწინებული. გვყავს ასევე ინვესტორი კომპანია, რომელიც აღნიშნულით არის დაინტერესებული. მას სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებული აქვს. ეს არის კომპანია, რომელმაც წალკის კანიონის პროექტი განახორციელა, რომელიც დატვირთულია ტურისტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია წალკის რაიონში და აღნიშნულ ინფრასტრუქტურას უამრავი ადამიანი სტუმრობს. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტიც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში აშენდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ტურისტული სტანდარტების შესაბამისი იქნება.

„ინვესტიციის მოცულობა შეადგენს არანაკლებ 4 მილიონ აშშ დოლარს. სანებართვო პროცედურები უკვე დასრულებულია და სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადადის. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფენ პროექტის მხარდაჭერას, მათ შორის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ანძის განათების სისტემის განახლებას. ასევე, გათვალისწინებულია არსებული ტექნიკური ინვენტარის გადატანა და ანძის შეღებვა.

მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადაა 2028 წლის მარტი. ოპერირების ფაზა გაგრძელდება 25 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მოწყობილი ინფრასტრუქტურა უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო საწარმოს - შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“.

პროექტის მიზანია სატელევიზიო ანძის ტურისტულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობად ქცევა, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, ისე თბილისის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати