USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Tbilisi
ტრამპი Apple-თან ერთად ტარიფების დაწესებით, Mattel-საც ემუქრება
Date:  1042
დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა Apple-ის CEO ტიმ კუკი მას შემდეგ, რაც კომპანიამ გადაწყვიტა, აშშ-თვის განკუთვნილი iPhone-ების წარმოება ჩინეთიდან ინდოეთში გადაიტანოს. ტრამპის თქმით, Apple-მა წარმოება აშშ-ში უნდა დააბრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მოითხოვს იმპორტირებულ iPhone-ებზე მინიმუმ 25%-იანი ტარიფის დაწესებას
რაც შეეხება Mattel-ს - Barbie-სა და სხვა სათამაშოების ცნობილ მწარმოებელს, ექსპერტები ფიქრობენ, რომ მისთვის ტარიფის დაწესება გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ტექნოლოგიური პროდუქტების მწარმოებლისთვის
CNN
World
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way