USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Tbilisi
ტრამპი: ნამდვილად კარგი ურთიერთობა გვქონდა ჩინეთთან ბოლო დროს, ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს
Date:  1312

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად კარგი ურთიერთობა გვქონდა ჩინეთთან ბოლო დროს, ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ისინი ძალიან სამართლიანები იყვნენ სავაჭრო გარიგების ფარგლებში. და იმედი მაქვს, რომ შესანიშნავი ურთიერთობა გვექნება, დიდი, ძლიერი, მძლავრი ქვეყანაა. ჩვენ მათზე ძლიერები ვართ. ჩვენ მათზე ბევრად უკეთესი სამხედრო აღჭურვილობა გვაქვს, მაგრამ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. პრეზიდენტ სი და მე ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ხშირად ვსაუბრობთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

World
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way