მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად კარგი ურთიერთობა გვქონდა ჩინეთთან ბოლო დროს, ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ისინი ძალიან სამართლიანები იყვნენ სავაჭრო გარიგების ფარგლებში. და იმედი მაქვს, რომ შესანიშნავი ურთიერთობა გვექნება, დიდი, ძლიერი, მძლავრი ქვეყანაა. ჩვენ მათზე ძლიერები ვართ. ჩვენ მათზე ბევრად უკეთესი სამხედრო აღჭურვილობა გვაქვს, მაგრამ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. პრეზიდენტ სი და მე ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ხშირად ვსაუბრობთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.