USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
ტრამპი: მე არასდროს მითქვამს, რომ უკრაინა გაიმარჯვებდა, მე ვთქვი, რომ შეუძლიათ გაიმარჯვონ
თარიღი:  745

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომების დასრულების კუთხით მას „კიდევ ერთი [ომი] დარჩა“ დასასრულებელი.

„ეს არის რუსეთი და უკრაინა, და ვფიქრობ, მივაღწევთ ამას, მაგრამ ყველაფერი რთულად ვითარდება, რადგან ორ ლიდერს [პუტინი და ზელენსკი] ნამდვილად სძულთ ერთმანეთი და ეს საქმეს ოდნავ ართულებს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ჟურნალისტებმა ტრამპს ასევე ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინა შეძლებს ომის მოგებას.

„არ ვფიქრობ, რომ გაიმარჯვებენ, მაგრამ მაინც შეუძლიათ გამარჯვება - მე არასდროს მითქვამს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდნენ. მე ვთქვი, რომ შეუძლიათ გაიმარჯვონ - ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ომი ძალიან უცნაური რამაა, ბევრი ცუდი რამ ხდება“, - დასძინა მან.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის