USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ტრამპი: ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტები სამშაბათს გასაჯაროვდება
Date:  573

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტები სამშაბათს გასაჯაროვდება.

„ხვალ ჩვენ გავასაჯაროებთ ყველა დოკუმენტს, რომელიც კენედის ეხება. ხალხი ამას ათწლეულების განმავლობაში ელოდებოდა“, - აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, მასალები სრულად გამოქვეყნდება და შეიზღუდება. საუბარია დაახლოებით 80 ათასი გვერდის მასალაზე.

ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში მოკლეს. ეს საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა კონსპირაციული თეორია საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.

 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way