USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ტრამპი: ისრაელმა და „ჰამასმა“ სამშვიდობო შეთანხმების პირველ ფაზას მოაწერეს ხელი
Date:  1459

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელმა და დაჯგუფება „ჰამასმა“ სამშვიდობო შეთანხმების პირველ ეტაპზე მოილაპარაკეს.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, შეთანხმების თანახმად, 2023 წლის 7 ოქტომბერს დატყვევებული ყველა ადამიანი ძალიან მალე გათავისუფლდება, ხოლო ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ღაზის სექტორიდან ადრე შეთანხმებულ ხაზამდე უკან დაიხევს.

ტრამპი ფიქრობს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა არის პირველი ნაბიჯი მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. მან მადლობა გადაუხადა კატარს, ეგვიპტესა და თურქეთს გაწეული შუამავლობისთვის.

„ყველა ქვეყნის მიმართ იქნება სამართლიანი მიდგომა! ეს დიდი დღეა არაბული და მუსლიმანური სამყაროსთვის, ისრაელისთვის, ყველა მეზობელი ქვეყნისთვის და შეერთებული შტატებისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.

 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way