USD 2.6920
EUR 3.1499
RUB 3.5906
Tbilisi
ტრამპი ირანზე: ჩვენ ვგზავნით მეორე ავიამზიდს იმ შემთხვევისთვის, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ
Date:  898

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდს გზავნის.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ შემთხვევისთვის, თუ ირანთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება.

„ჩვენ ვგზავნით მეორე ავიამზიდს იმ შემთხვევისთვის, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდი USS Gerald R. Ford თანმხლებ სამხედრო გემების დაჯგუფებასთან ერთად ახლო აღმოსავლეთისკენ დაიძრა.
მისი რეგიონში ჩასვლის შემდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო უპირატესობა ირანის წინააღმდეგ ერთიორად გაიზრდება.
World
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way