USD 2.7108
EUR 3.1508
RUB 3.4281
Tbilisi
ტრამპი ღაზის სამშვიდობო შეთანხმებაზე: ამას 3 000 წელი დასჭირდა
Date:  269

ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ელ-შეიხში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირველმა მოაწერა ხელი ღაზის სამშვიდობო გეგმას.

ხელმოწერის ცერემონიის დროს, ტრამპმა განაცხადა:

„ამას 3,000 წელი დასჭირდა, გჯერათ? და ის [შეთანხმება] გაძლებს!“

ტრამპის შემდეგ, გეგმას ხელი მოაწერეს ეგვიპტის ლიდერმა, აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა შეთანხმების მნიშვნელობას და მას „მსოფლიოსთვის დაუჯერებელი დღე“ უწოდა.

მისი თქმით, ეს შეთანხმება იმდენად მასშტაბურია, რომ ის მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს, რომლის დაწყების საფრთხეც, ტრამპის აზრით, სწორედ ახლო აღმოსავლეთში არსებობდა.

 
society
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქე დააკავა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქე დააკავა.
გამოძიებით დგინდება, რომ ერთ-ერთი კომპანია, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე, ახორციელებდა ვირტუალური აქტივების მომსახურებას, როგორც არალეგალური ოფისის, ასევე ე.წ. „საკურიერო“ სერვისის შეთავაზებით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ახდენდა ასობით მილიონი ლარის ექვივალენტი ვირტუალური აქტივების ტრანზაქციას, რითიც ჩართული იყო ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებაში.
გამოძიებით ასევე ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, საქართველოში, სავარაუდოდ სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომობილებით ახდენდნენ დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანას და ვირტუალური აქტივების შეძენას, რის შემდეგაც დაუსაბუთებელ ქონებას აძლევდნენ კანონიერ სახეს. მიუხედავად მსხვილი ოპერაციებისა, ფიგურანტ კომპანიასა და ფიზიკურ პირებს ბიუჯეტში თანხის გადახდა არ უფიქსირდებათ.
ქ. თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული კომპანიის ოფისიდან ამოღებულია 371 000 აშშ დოლარი, სააღრიცხვო მონაცემები, დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა. აგრეთვე, ამოღებულია ერთი ფიზიკური პირისგან, ვირტუალური აქტივების შესაძენად გადასაცემი - 100 000 აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებიდან - 250 000 აშშ დოლარი, ჯამში - 721 000 აშშ დოლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
გამოძიების ფარგლებში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის დამატებითი ფაქტების გამოსავლენად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way