USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ტრამპი: დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, არასდროს უნდა დაგეწყოთ ის
дата:  853

დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ოფიციალური კიევი აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე არ მიიწვიეს.

„ვფიქრობ, რომ მე მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი კარგად მიდის. მაგრამ დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი. არასდროს უნდა დაგეწყოთ ეს ომი. შეგეძლოთ გარიგების დადება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„მათ სამი წლის განმავლობაში ჰქონდათ ადგილი [მოლაპარაკებების მაგიდასთან] და მანამდეც. ამის მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლებოდა. გამოუცდელ მომლაპარაკებელსაც შეეძლო წლების წინ გადაეწყვიტა ეს საკითხი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც უკრაინაში არ ჩატარებულა არჩევნები, სადაც საომარი მდგომარეობაა, სადაც უკრაინის ლიდერს, არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ მისი რეიტინგი 4%-მდე დაეცა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„თუ უკრაინას სურს ადგილი [მოლაპარაკებების] მაგიდასთან, განა [უკრაინელ] ხალხს არ უნდა შეეძლოს იმის თქმა, რომ დიდი ხანია არჩევნები არ ჩატარებულა? ეს არ არის რაღაც, რაც რუსეთიდან მოდის – ეს ჩემი პოზიციაა და ასევე ბევრი სხვა ქვეყნისაც“, - დასძინა მან.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ მას არ მიუღია იმ თანხების ნახევარიც კი, რომელიც აშშ-მა უკრაინას გადასცა. კიევს მივაწოდეთ, ვფიქრობ, 350 მილიარდი დოლარი. კარგი, შეიძლება ცოტა ნაკლები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თანხაა. მაგრამ სად არის ეს ფული? სად მიდის? მე არასოდეს მინახავს ამის შესახებ ანგარიშგება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ევროპამ უფრო ნაკლები თანხა დახარჯა - დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ამ ომის ზეგავლენა უფრო დიდია, ვიდრე ჩვენთვის -ჩვენ გვაშორებს ოკეანე, მათ კი არა“, - დასძინა მან.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსებს არ სურდათ კიევის განადგურება - „რომ ნდომებოდათ, გააკეთებდნენ ამას“.

„რუსეთს ძალზე სწრაფად შეუძლია გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ით, მათ შორის კიევი, მაგრამ ახლა მხოლოდ 20%-ით უტევს“, - განაცხადა მან.

 

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати