USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
ტრამპი: ჩემს ადმინისტრაციასთან უკვე მქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის თაობაზე
дата:  592

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა მალე „მნიშვნელოვან“ ნაბიჯებს გადადგამენ კონფლიქტის დასასრულებლად.

„ჩვენ ვიმსჯელებთ, და ვფიქრობ, შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთოთ“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება. ეს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი“, - დასძინა მან.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია, ვინ იყო მისი ადმინისტრაციიდან რუსულ მხარესთან კონტაქტზე, თუმცა აღნიშნა, რომ „საუბრები უკვე მიმდინარეობს“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას პირადად საუბარი პუტინთან, ტრამპმა თავი აარიდა პასუხს და აღნიშნა: „ამაზე საუბარი არ მსურს“.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати