USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ტრამპი ბაიდენს: პუტინთან შეხვედრის დროს არ ჩაგეძინოს
дата:  717

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოახლოვებულ შეხვედრას ეხმაურება.

„წარმატებებს ვუსურვებ ბაიდენს პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობისას. არ ჩაგეძინოს შეხვედრის დროს და გთხოვ, პუტინს ჩემგან მოკითხვა გადაეცი!“ - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართბა.

https://thehill.com/

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати