USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
ტრამპი 30 000 კრიმინალი მიგრანტის გუანტანამოს ციხეში გადაიყვანას გეგმავს
თარიღი:  583

ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ კუბაში, გუანტანამოს საპატიმროში, მიგრანტების გადაყვანას მომდევნო 30 დღის განმავლობაში დაიწყებს - ამის შესახებ ტომ ჰომანმა, აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ისაუბრა.

“იმედია, მომდევნო 30 დღის განმავლობაში ხალხის იქ გადაყვანას შევძლებთ”, - უთხრა მან ადგილობრივ მედიას.

ჰომანის თქმით, იგი გუანტანამოს ციხეს თავად ეწვევა მიმდინარე კვირაში, რათა შეაფასოს, როგორ მიმდინარეობს დაჩქარებული სამშენებლო სამუშაოები.

საქმე ისაა, რომ 29 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონსა და უშიშროების დეპარტამენტს მოუწოდა, გუანტანამოს ყურეში მიგრანტთა საპატიმრო დაწესებულება მოემზადებინათ, რომელიც 30 000-მდე ადამიანს დაიტევდა.

აშშ-ის სამხედრო ბაზა გუანტანამოში უკვე მოიცავს მიგრანტთა საპატიმროსაც, თუმცა მას ათწლეულების განმავლობაში იშვიათად, საჭიროების შემთხვევაში იყენებდნენ. ტომ ჰომანის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია უკვე არსებულ სამხედრო ბაზას გააფართოებს, საპატიმრო დაწესებულებას კი საიმიგრაციო სამსახური უხელმძღვანელებს.

ტრამპის განცხადებით, საპატიმრო ისეთი მიგრანტებისთვის შენდება, რომლებიც “ყველაზე უარესი კრიმინალი უცხოპლანეტელები არიან და საფრთხეს უქმნიან ამერიკელ ხალხს”. მისი თქმით, ზოგიერთი მათგანის შემთხვევა იმდენად მძიმეა, რომ მშობლიურ ქვეყნებში დეპორტაციაც არ განიხილება: “ვერ ვენდობით ქვეყნებს, რომ ისინი შეაკავებენ მათ და რადგან მათი დაბრუნება არ გვსურს, გუანტანამოში გავგზავნით”.

მიუხედავად ტრამპის განცხადებისა, ტომ ჰომანი აღნიშნავს, რომ ნაცვლად 30 000 მიგრანტისა, პირველ ეტაპზე გუანტანამოში გაცილებით ნაკლებ პატიმარს გადაიყვანენ.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის