USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ტრამპი - ზელენსკის დასაკვეხნი არაფერი აქვს! უკრაინისთვის ვითარება საზარელია - მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს, სანამ მთლიან ქვეყანას არ დაკარგავს
თარიღი:  891

ზელენსკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება მხოლოდ კიდევ უფრო გაახანგრძლივებს „სიკვდილის ველს“ - ეს არავის სურს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამაყად აცხადებს The Wall Street Journal-ის პირველ გვერდზე: „უკრაინა არასდროს აღიარებს ყირიმის ოკუპაციას სამართლებრივად. აქ არაფერია სასაუბრო“. ეს განცხადება სერიოზულად აზიანებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთთან, რადგან ყირიმი წლების წინ დაიკარგა პრეზიდენტ ბარაკ ჰუსეინ ობამას მმართველობის პერიოდში და ეს თემა უკვე აღარც განიხილება. არავინ თხოვს ზელენსკის, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს, მაგრამ თუ მას მართლაც სურს ყირიმი, მაშინ რატომ არ იბრძოლეს მისთვის თერთმეტი წლის წინ, როცა ის რუსეთს ისე გადაეცა, რომ არცერთი გასროლა არ განხორციელებულა?“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„სწორედ ზელენსკის მსგავსი განცხადებები ართულებს ამ ომის დასრულებას. მას არაფერი აქვს დასაკვეხნი! უკრაინის მდგომარეობა მძიმეა - მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან, მას შეუძლია იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს. რუსეთთან არაფერი მაქვს საერთო, მაგრამ ძალიან მინდა გადავარჩინო, საშუალოდ, კვირაში ხუთი ათასი რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოდ იღუპებიან. ზელენსკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება მხოლოდ კიდევ უფრო გაახანგრძლივებს „სიკვდილის ველს“. ეს არავის სურს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ ადამიანმა, რომელსაც ხელში არცერთი კოზირი არ დარჩა, საბოლოოდ უნდა გაიგოს ეს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, დავეხმარო როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს, რომ გამოვიდნენ ამ სრული და აბსოლუტური ქაოსიდან“, - დასძინა მან.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის