USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ტრამპი - ყველაზე დიდმა დამნაშავემ, ჩინეთმა , რომლის ბაზრებიც ირღვევა, ტარიფები კიდევ 34%-ით გაზარდა
Date:  778
ტრამპი: “ნავთობის ფასები შემცირებულია, საპროცენტო განაკვეთებიც ( ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აუცილებლად უნდა შეამციროს განაკვეთები!), საკვების ფასებიც ეცემა, ინფლაცია არ არსებობს და დიდი ხნის განმავლობაში დაჩაგრული აშშ ახლა უკვე ყოველ კვირას მილიარდობით დოლარს იღებს იმ ქვეყნებისგან, რომლებიც მისგან ტარიფებით წლების განმავლობაში ბოროტად სარგებლობდნენ — და ეს იმ ტარიფების წყალობით, რომლებიც უკვე ამოქმედებულია.
 
ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველაზე დიდმა დამნაშავემ, ჩინეთმა , რომლის ბაზრებიც ირღვევა, ტარიფები კიდევ 34%-ით გაზარდა, თავის ისედაც აბსურდულად მაღალ, გრძელვადიან ტარიფებზე დამატებით დააწესეს ეს ტარიფები! მათ არ მიიღეს ჩემი გაფრთხილება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხის დაბრუნებას შეეცდებიან.
 
 მათ საკმარისზე მეტი სარგებელი მიიღეს ათწლეულების განმავლობაში, კარგი ძველი აშშ-ის ხარჯზე! ჩვენი წარსულის „ლიდერები“ არიან დამნაშავეები იმაში, რომ ეს და სხვა ბევრი რამ ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა.
society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way