USD 2.6908
EUR 3.2088
RUB 3.5562
Тбилиси
ტრამპი - უკრაინას მეტ იარაღს გავუგზავნით, მათ თავის დაცვა უნდა შეეძლოთ
дата:  656

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას მეტ იარაღს გაუგზავნის, რათა ქვეყანას რუსეთის თავდასხმებისგან თავის დაცვაში დაეხმაროს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ კიდევ უფრო მეტ იარაღს გავგზავნით. აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ჩვენ მეტი იარაღის, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვითი იარაღის გაგზავნა მოგვიწევს“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კიევის „ცის დაცვის“ შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობას დათანხმდა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპთან თავდაცვის ერთობლივი წარმოების, შესყიდვებისა და ინვესტიციების შესახებ ისაუბრა.

мир
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати