USD 2.6965
EUR 3.1519
RUB 3.4321
თბილისი
ტრამპი - თუ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი სწორად არ მოიქცევა, ის ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, შესაძლოა, უფრო დიდს, ვიდრე მადურო
თარიღი:  914

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი გააფრთხილა, რომ „არასწორი ქმედებების“ შემთხვევაში მძიმე შედეგებს მიიღებს. ამის შესახებ ტრამპმა გამოცემა The Atlantic-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ის სწორად არ მოიქცევა, ის ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, შესაძლოა, უფრო დიდს, ვიდრე მადურო“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ვენესუელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს დაეკისრა.

ამასთან, გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელას უხელმძღვანელებს მანამდე, ვიდრე არ შეიქმნება პირობები, რომლებიც ხელისუფლების „უსაფრთხო, სწორი და სამართლიანი გზით“ გადაცემას უზრუნველყოფს.

ვენესუელის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ნიკოლას მადუროსთვის "საკუთარი ფუნქციის შესრულება დროებით შეუძლებელია". ქვეყნის კონსტიტუცია კი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობა ვიცეპრეზიდენტმა უნდა შეასრულოს.

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ვიცეპრეზიდენტ დელსი როდრიგესს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა.

მსოფლიო
ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ირანის წინააღმდეგ დარტყმები ორი კვირით შეაჩეროს -შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს

ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებზე, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

„ისრაელი ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას უზრუნველყოს, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისა და მსოფლიოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნეთანიაჰუს ოფისის მტკიცებით, აშშ-მა ისრაელს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში ის ერთგულია იმ საერთო მიზნების მიღწევის მიმართ, რომელსაც აშშ, ისრაელი და ისრაელის რეგიონული მოკავშირეები იზიარებენ.

ამასთან, ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტასთან დაკავშირებით ლიბანს არ მოიცავს.

„ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ მოიცავს“, - აღნიშნულია ისრაელის პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის