USD 2.6920
EUR 3.1499
RUB 3.5906
Тбилиси
ტრამპი - "თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას არ დაუბრუნებს მათ, ვინც ააშენა, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცუდი რაღაცები მოხდება!"
дата:  964
"თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას არ დაუბრუნებს მათ, ვინც ააშენა, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცუდი რაღაცები მოხდება!" | დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში.
 
ბაგრამის ბაზის დაბრუნების შესახებ განცხადება ტრამპმა 18 სექტემბერს, დიდ ბრიტანეთში გააკეთა და თქვა: "[ბაიდენის ადმინისტრაციამ] ავღანეთში სრული კატასტროფა განიცადა, ეს ასე უმიზეზოდ დასრულდა. ჩვენ ავღანეთს დავტოვებთ, მაგრამ მას ძლიერებითა და ღირსებით დავტოვებთ და ჩვენ ბაგრამს შევინარჩუნებთ, ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საჰაერო ბაზა ჩვენ არაფრისთვის დავთმეთ. სხვათა შორის, ჩვენ ვცდილობთ, ის დავიბრუნოთ, შესაძლოა, ეს უახლესი ამბავი იყოს, მათ რაღაცები სჭირდებათ ჩვენგან, ჩვენ კი ამ ბაზის დაბრუნება გვინდა. ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც ეს ბაზა გვსურს, არის ის, რომ ის ერთი საათის დისტანციაზეა ჩინეთიდან, რომელიც ბირთვულ იარაღებს აწარმოებს"
мир
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати