USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ტრამპი - რუსეთი უკრაინაშია ჩაფლული, იქ 600 000-ზე მეტი ჯარისკაცის დაკარგვასთან ერთად, როგორც ჩანს, უუნაროა სირიაში
თარიღი:  706

ოპოზიციის მებრძოლებმა სირიაში, უპრეცედენტო ნაბიჯით, მრავალი ქალაქი სრულად აიღეს, ძლიერ კოორდინირებული იერიშის ფარგლებში, და ახლა დამასკოს გარეუბნებთან არიან; ცხადია, ემზადებიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ასადის ჩამოშორების მხრივ
რუსეთი, იმის გამო, რომ უკრაინაშია ჩაფლული, იქ 600 000-ზე მეტი ჯარისკაცის დაკარგვასთან ერთად, როგორც ჩანს, უუნაროა სირიაში პირდაპირი მნიშვნელობით ამ მარშის შეჩერებაში, ქვეყანაში, რომელსაც ისინი წლები იცავდნენ.

ეს [ქვეყანაა], სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამ არ შეასრულა საკუთარი მოვალეობა ქვიშაში წითელი ხაზის დაცვის შესახებ, და ყველაფერი აირია, რუსეთის ჩართვით. მაგრამ ახლა მათ [რუსეთს], როგორც სავარაუდოდ თავად ასადს, ძალით აგდებენ, და ეს შეიძლება საუკეთესო რამ იყოს მათთვის.

სირიაში რუსეთისთვის ბევრი სარგებელი არასდროს ყოფილა, გარდა იმისა, რომ ობამა ძალიან სულელად გამოიყვანეს. ნებისმიერ შემთხვევაში, სირიაში აურზაურია, მაგრამ [სირია] არაა ჩვენი მეგობარი, და აშშ-ს იქ არაფერი ესაქმება. ეს არ არის ჩვენი ბრძოლა. აცადეთ, [მოვლენები] თავისით განვითარდეს. არ ჩაერიოთ!
წერს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე. 

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის