USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
ტრამპი - პუტინი და სი ძინპინი ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან
თარიღი:  555

პუტინი და სი ძინპინი ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჯოს ორი წინადადების გადაბმა არ შეუძლია და იგი პუტინთან და სი ძინპინთან, ყველა ამ ძალიან ჭკვიან ადამიანთან, ჩვენ ბირთვული იარაღით წარმოგვადგენს. მედიას სძულს, როცა ვამბობ, რომ ისინი ჭკვიანები არიან, მაგრამ ნება მომეცით ვთქვა, რომ ისინი ძალიან ჭკვიანები და ძალიან ცბიერები არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 72 წლის განმავლობაში აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც ომი არ ჰქონია.

„კიდევ ერთხელ გადახედეთ ომებს, მე არ დამიწყია, მე ომებში არ ვმონაწილეობდი. ჩვენ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დავამარცხეთ. ჩვენ 100%-ით გავიმარჯვეთ. ჩვენ ჯარისკაცები სახლებში დავაბრუნეთ“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის