USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Тбилиси
ტრამპი - პუტინი ბევრ სისულელეს გვეუბნება და ყოველთვის ძალიან თავაზიანია, მაგრამ ამას აზრი არ აქვს ხოლმე - ძალიან მკაცრი სანქციებია და განვიხილავ
дата:  1231

პუტინი ბევრ სისულელეს გვეუბნება, ის ყოველთვის ძალიან თავაზიანია, მაგრამ ამას აზრი არ აქვს ხოლმე , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაბინეტის სხდომაზე მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ბევრ ადამიანს კლავს, რომელთაგან ბევრი მისი ჯარისკაცია.

მან ისაუბრა უკრაინის მიმართ აშშ-ისა და ამერიკის სამხედრო დახმარებაზე და განაცხადა, რომ უკრაინელები ძალიან მამაცები იყვნენ და მამაცად იბრძვიან.

“ავღანეთში ის ვითარება [აშშ-ის ჯარების გასვლა] რომ არ გვქონოდა, არა მგონია, რომ პუტინი [უკრაინაში] შესულიყო. ვფიქრობ, პუტინმა დაინახა რამდენად უტვინო და არაკომპეტენტური იყო ის ოპერაცია და თქვა: “ვაუ, ეს შეიძლება შანსი იყოს”.

და ახლა მაგასთან [პუტინთან] გავქვს საქმე. ბედნიერები არ ვართ პუტინით, ბედნიერი არ ვარ პუტინით. ამდენის თქვა შემიძლია თქვენთვის ახლა, ვინაიდან, ის ბევრ ადამიანს კლავს. და ბევრი მათგანი მისი ჯარისკაცებია, მისი და მათი ჯარისკაცები ძირითადად. და ახლა ეს 7 ათასია კვირაში. ბედნიერი არ ვარ პუტინით…

მათით [რუსეთით] ძალიან უკმაყოფილო ვარ. მიზეზი არ აქვს ამას [ომს]. უფრო რთული აღმოჩნდა [ომი]...ვიტყვი, რომ უკრაინელები მამაცები იყვნენ, მაგრამ მათ საუკეთესო აღჭურვილობა გადავეცით…

სავარაუდოდ ძალიან სწრაფი ომი იქნებოდა, 3-4 დღიანი ომი იქნებოდა, მაგრამ დაუჯერებელი აღჭურვილობა ჰქონდათ [უკრაინელებს] და ევროპამაც გადასცა მათ. ჩვენ გაცილებით მეტი გადავეცით… უნდა გათანაბრებულიყვნენ [ევროპა], ერთი რაოდენობა უნდა მიგვეცა ან საერთოდ ევროპაზე ნაკლები უნდა მიგვეცა, ვინაიდან ევროპაზე უფრო მეტი გავლენა აქვს ამას, ვიდრე ჩვენზე… მაგრამ მაინც, ევროპამ ბევრი გადასცა.

და იმას ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა უსამართლოდ მიგაჩნია თუ არა ამდენი ფულის გადაცემა, უკრაინელები ძალიან მამაცები იყვნენ… ასე რომ, მათ ძალიან მამაცად იბრძოლეს”, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ასევე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ომის არასდროს არ უნდა დაწყვებულიყო, რის შემდეგაც მალევე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კრიტიკაზე გადავიდა.

“ეს ომია, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო, ბევრი ადამიანი კვდება და ეს უნდა დასრულდეს. არ ვიცი. პუტინი ბევრ სისულელეს გვეუბნება, სიმართლე თუ გინდათ, რომ იცოდეთ. ის ყოველთვის ძალიან თავაზიანია, მაგრამ ამას აზრი არ აქვს ხოლმე,” - განაცხადა ტრამპმა.

რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებთან, კერძოდ გრემისა და ბლუმენთალის სასანქციო კანონპროექტთან, დაკავშირებით ტრამპმა უპასუხა: “ძალიან მკაცრი სანქციებია. კი, განვიხილავ ამას”.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати