USD 2.6171
EUR 3.0191
RUB 3.1286
Tbilisi
ტრამპი - ირანი იწყებს ჩემი წითელი ხაზის გადაკვეთას
Date:  1343
„ირანი იწყებს ჩემი წითელი ხაზის გადაკვეთას... როგორც ჩანს, დახოცილია ხალხი, რომელიც არ უნდა დახოცილიყო. ესენი არიან მოძალადეები. თუ მათ ლიდერებს უწოდებთ, არ ვიცი, შეიძლება თუ არა ლიდერების დარქმევა. ისინი ძალადობის საშუალებით მართავენ [ქვეყანას]... ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად განვიხილავთ, ჩვენი სამხედროები ამას განიხილავენ, ძალიან მკაცრ ვარიანტებს განვიხილავთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ." | განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან კითხვაზე, გადაკვეთა თუ არა ირანის ხელისუფლებამ წითელი ხაზები.
 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ მოუწოდა ირანის ლიდერებს, შეეწყვიტათ დემონსტრანტების ხოცვა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მათ დარტყმებით დაემუქრა. პარალელურად, საერთაშორისო მედია წერს, რომ ტრამპის ირანის მთავრობაზე შესაძლო დარტყმის გამო, ისრაელმა მზადყოფნის მაღალი დონე გამოაცხადა. ირანელი თანამდებობის პირები კი ამბობენ, რომ უკან არ დაიხევენ.
 საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა პატივსაცემად ირანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. პარალელურად, აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ჯგუფი HRANA ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანში ორკვირიანი საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა. ორგანიზაციის მიერ დადასტურებულ დაღუპულთა სიაშია 490 მომიტინგე და 48 უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, 10 000 მოქალაქე კი დაპატიმრებულია. 11 იანვარს ირანული მედიის გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით კი, ირანში ბოლო 48 საათში სულ მცირე 2 000 ადამიანი დაიღუპა. ირანის რეჟიმი არეულობის შედეგად დაღუპულთა შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს
საპროტესტო აქციები ირანში 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს. საპროტესტო მუხტის ჩასახშობად, ირანის მთავრობამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ჰეზბოლასა და ერაყის მილიცია განალაგა. მანამდე, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ, ფართომასშტაბური დემონსტრაციების ფონზე, უსაფრთხოების „წითელი ხაზი“ გამოაცხადა. ირანში პროტესტი ეროვნული ვალუტის გაუფასურების, მაღალი ინფლაციისა და პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო დაიწყო. არაოფიციალური ინფორმაციით, ირანში ბოლო 48 საათში სულ მცირე 2 000 ადამიანი დაიღუპა
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way