USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ტრამპი - ევროკავშირი ძალიან საძაგელია - ცუდად გვეპყრობიან, ჩინეთიც ცუდად გვეპყრობა, ყოფილ პრეზიდენტებს ვაბრალებ
дата:  761

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპა აშშ-ს "ცუდად ექცევა".

ექსპორტთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა, რომ "მათთან თითქოს ცალმხრივი ქუჩაა".

"ევროპას თუ შეხედავთ, ევროკავშირს თუ შეხედავთ - იქ ჩვენი მანქანების გაყიდვა არ შეგვიძლია, ვინაიდან, ეს აკრძალულია მათი პოლიტიკის გამო და მათი არაფინანსური ტარიფების გამო. შეფერხებებს გიქმნიან ისე, რომ ამაზე არაფრის გაკეთება არ შეგიძლია.

თუ შეხედავთ, ანუ მანქანებს არ ვყიდით ევროპაში, ფაქტობრივად. მათგან მილიონობით მანქანას ვყიდულობთ. ისინი არ იღებენ ჩვენს სოფლის მეურნეობას, ჩვენ ვიღებთ მათგან. თითქოს ცალმხრივი ქუჩაა მათთან. ევროკავშირი ძალიან, ძალიან საძაგელია.

ჩვენს კომპანიებს სასამართლოში ედავებიან. Apple იძულებული იყო 16 მილიარდი აშშ დოლარი გადაეხადა… სასამართლოში ედავებიან Google-ს, სასამართლოში ედავებიან Facebook-ს, ყველა ამ კომპანიას და მილიარდობით აშშ დოლარს იღებენ ამერიკული კომპანიებისგან…

ცუდად გვეპყრობიან. ჩინეთიც, აშკარაა, ცუდად გვეპყრობა. თითქმის ყველა ცუდად გვეპყრობა. და ყოფილ პრეზიდენტებს ვაბრალებ, სიმართლე რომ გითხრათ,” - განაცხადა ტრამპმა.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати