USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
ტრამპი - „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაჩერებული იყო. ის მკვდარი იყო. მე ეს გავაკეთე. შემდეგ მოვიდა ბაიდენი და გააცოცხლა ის. ეს შოკისმომგვრელი იყო
Date:  813

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის გამო, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიას რუსეთის მძევალი უწოდა.

„მე ნამდვილად ვცდილობდი ანგელა მერკელი დამერწმუნებინა, არ დაემტკიცებინა გაზსადენის შესახებ შეთანხმება, რადგან განვაცხადე, რომ გერმანია მძევალი გახდებოდა. ეს არის ის, რაც არის - გერმანია რუსეთის მძევალია. თავის დროს ანგელა მერკელს თეთრი დროშა ხუმრობით მივეცი და ვუთხარი: რუსეთს დაუყოვნებლივ ჩაბარდებით, როდესაც ეს გარიგება დასრულდება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა Fox Business-თან ინტერვიუში.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია ნატოს დაშლის.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაჩერებული იყო. ის მკვდარი იყო. მე ეს გავაკეთე. შემდეგ მოვიდა ბაიდენი და გააცოცხლა ის. ეს შოკისმომგვრელი იყო. მე ეს პროექტი გაჩერებული მქონდა“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way