USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ტრამპი - “ თუ უკრაინა და რუსეთი ომის დასრულებას გაართულებენ, აშშ მოლაპარაკებებს დატოვებს“
Date:  767

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზად არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, ტრამპს კონკრეტულ ვადებზე ჰკითხეს, როდის იქნება აშშ მზად მიატოვოს „სამშვიდობო ძალისხმევა“, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დღეების კონკრეტული რაოდენობა არაა, მაგრამ სწრაფად, ამის [სამშვიდობო შეთანხმების] მიღწევა გვინდა“.

„თუ რაიმე მიზეზით ორიდან რომელიმე მხარე ძალიან გაართულებს საქმეს, უბრალოდ ვიტყვით „სულელები ხართ, სულელები ხართ, საშინელი ხალხი ხართ“ და უბრალოდ ხელებს „დავიბანთ“. მაგრამ, ვიმედოვნებ, ამის გაკეთება არ მოგვიწევს“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა პასუხი არ გასცა კითხვას, აშშ მთლიანად მიატოვებს მოლაპარაკებებს თუ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას თუ მოლაპარაკებები ჩავარდება.

მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის საჭირო პროგრესზე კითხვაზე პასუხის გაცემისას ტრამპმა განაცხადა, რომ მან ორივე მხარისგან „უნდა დაინახოს ამის დასრულების ენთუზიაზმი“ და აღნიშნა, რომ ეს მალე ეცოდინება.

კითხვაზე, თამაშობს თუ არა რუსეთი მასთან, ტრამპმა უპასუხა, რომ  „ჩემთან არავინ თამაშობს. მე ვცდილობ დახმარებას. ეს ბაიდენის ომია.“

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way