USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
ტრაგედია, რომელსაც თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა
Date:  1536

საკუთარ საცხოვრებელ სახლში მყოფ ქალს თავის არეში ბრმა ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. „გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი ქალი ცნობილი მომღერლის, თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავაა. „წარმოუდგენელი ტრაგედიაა. აღდგომის დღეს ამას ვერავინ წარმოვიდგენდით. კარანტინის გამო სახლიდან არ გასულა. მერვე სართულზე ცხოვრობს.ტელევიზორს უყურებდა, როცა უცებ ფანჯარა ჩაიმსხვრა და ტყვია პირდაპირ თავში მოხვდა. სასიკვდილო ჭრილობა აღმოჩნდა. ყველანი შოკში ვართ. თიკა ძალიან ცუდადაა. ვინ ისროლა არ ვიცით.მერვე სართულზე ადამიანს გარედან შემოვარდნილი ტყვია თუ მოხვდებოდა, ვინ წარმოიდგენდა. პოლიცია, კრიმინალისტები ყველანი ადგილზე გაჩნდნენ და გაირკვევა, რა მოხდა და ვის ეკუთვნის იარაღი. ეს შესანიშნავი ადამიანი ვისმა ტყვიამ იმსხვერპლა“, –აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way