USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
„თქვენ არ შეგიძლიათ დამალვა, არც მიწის ზემოთ და არც მის ქვემოთ“ - ასე მიმართავს ნეთანიაჰუ „ჰამასის“ ლიდერებს
თარიღი:  565

„ღაზაში ოპერაცია სამართლიანია“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი სრული ძალით მოქმედებას გააგრძელებს. ნეთანიაჰუ გმობს ისრაელში ეთნიკურ ნიადაგზე მიმდინარე ძალადობას და აცხადებს, რომ ამას ქვეყანა არ შეეგუება.

„არცერთი ქვეყანა ამას არ მოითმენს. ისრაელი ამას არ შეეგუება. ისრაელმა თავდასხმებს უპასუხა და გააგრძელებს რეაგირებას“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.

ნეთანიაჰუმ „ჰამასი“ „ორმაგი ომის დანაშაულის ჩადენაში” დაადანაშაულა და „ჰამასის“ ლიდერებს მიმართა.

„თქვენ არ შეგიძლიათ დამალვა, არც მიწის ზემოთ და არც მის ქვემოთ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის მიმართვაში.

მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს „მკაფიო და ცალსახა მხარდაჭერისთვის“

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის