„ღაზაში ოპერაცია სამართლიანია“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„არცერთი ქვეყანა ამას არ მოითმენს. ისრაელი ამას არ შეეგუება. ისრაელმა თავდასხმებს უპასუხა და გააგრძელებს რეაგირებას“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.
ნეთანიაჰუმ „ჰამასი“ „ორმაგი ომის დანაშაულის ჩადენაში” დაადანაშაულა და „ჰამასის“ ლიდერებს მიმართა.
„თქვენ არ შეგიძლიათ დამალვა, არც მიწის ზემოთ და არც მის ქვემოთ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის მიმართვაში.
მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს „მკაფიო და ცალსახა მხარდაჭერისთვის“
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.