USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
თოვლის ბაბუა დააპატიმრეს – შობა გადაიდო!
дата:  476

დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ომის ეროვნული ცენტრის გალერეის მონაცემები მოწმობენ, რომ 1640-იანი წლების ინგლისში ყალბი ამბების გავრცელება ხშირი მოვლენა იყო.

ლოფბოროს უნივერსიტეტის პროფესორები ყვებიან, რომ 1645 წელს, წინასაშობაოდ, ინგლისში  გამოქვეყნდა პამფლეტი, რომელიც იუწყებოდა, თითქოს თოვლის ბაბუას დაპატიმრების გამო შობის დღესასწაული გადაიდო. ფამპლეტს ხელს ანონიმური ავტორები Sicily Plum Porridge (სიცილია ქლიავის ფაფა) და Simon Mince Pie (საიმონ ფარშის ღვეზელი) აწერდნენ. ინგლისის პრესამ ეს ინფორმაცია მაშინვე აიტაცა.

გარდა ყალბი სახელებისა, პამფლეტზე ასევე მითითებული იყო რეალური პიროვნების ბატონი ვუდქოქის (Mr. Woodcock) სახელიც. ის ოქსფორდელი სასულიერო პირი იყო, რომლის ქონების კონფისკაცია პარლამენტმა რამდენიმე წლით ადრე მოახდინა იმის გამო, რომ ის  საკანონმდებლო ორგანოს რელიგიურ რეფორმებს არ დაემორჩილა. ბატონი ვუდქოქის დაუმორჩილებლობის ერთ-ერთი მიზეზი კათოლიკური რიტუალების შეზღუდვის შესახებ პარლამენტის გადაწყეტილება გახდა, რაც შობის დღესასწაულზე შეზღუდვის დაწესებასაც გულისხმობდა.

სწორედ ამიტომ გამოქვეყნდა აღნიშნული პამფლეტი, რომელიც სატირული ხასიათის იყო და როგორც შობის აღნიშვნის მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეების რადიკალურ მოსაზრებებს დასცინოდა.

“რაც ჩვენ ვნახეთ ისაა, რომ შობაც კი პროპაგანდისტული ომის ობიექტი იყო 1640-იან წლებში”,- ამბობს დოქტორი კეიტი გილი, ლოფბოროს უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექტორი.

"
ფოტო: Mirror.co.uk

"

წყარო:https://mythdetector.ge/

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати