ევროლიგის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-მ, მადრიდის „რეალი“ დაძაბულ ბრძოლაში - 74:73 დაამარცხა. ეს რუსული კლუბის მე-8 გამარჯვებაა და ის ლიდერთა შორისაა.
თორნიკე შენგელიამ სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ამ სეზონში და „ცსკა“-ს მაისურით, საუკეთესო მატჩი ითამაშა - მან 15 ქულა ჩააგდო.
შენგელიამ მოედანზე 27 წუთი გაატარა, თორნიკეს ანგარიშზეა 7 მოხსნაც.
თორნიკე შენგელია ფინეთში გაემგზავრება და ეროვნულ ნაკრებს დღეს შეუერთდება, რომელიც 28 ნოემბერს ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩში ფინეთს ეთამაშება. რაც შეეხება ევროლიგას, „ცსკა“ მომავალ ტურში, „ოლიმპიაკოსს“ მასპინძლობს - ეს მატჩი 3 დეკემბერს გაიმართება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.
„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299
საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.