USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
თორნიკე რიჟვაძე: გახარიამ მუხანათური გადაწყვეტილება მიიღო, რითაც რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სახელმწიფოებრიობა
თარიღი:  957

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას მუხანათურს უწოდებს. მისი განცხადებით, ყოფილმა პრემიერმა ამ გადაწყვეტილებით, რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და კანონის უზენაესობა.

„ბატონ გახარიას, ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, ახსნა-განმარტება, თუმცა შიგნით აბსოლუტურად ყველასთვის გასაგებია, რომ ეს ეს იყო საკმაოდ მუხანათური გადაწყვეტილება გუნდისთვის. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს, მათ შორის განდგომილებსაც ადექვატურ და თანაბარ პასუხს გავცემთ. იქნება ეს არჩევნები თუ ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება. რეალურად, ამ გადაწყვეტილებით, რისკის ქვეშ დადგა, როგორც სახელმწიფოებრიობა, ისე კანონის უზენაესობა. ასევე, ეჭვები გააჩინა, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ფარული თანამშრომლობის და ბუნებრივია, ჩვენ ველით ძალიან ბევრ ახსნა-განმარტებას, თუმცა მერწმუნეთ, ეს აჟიოტაჟი არის უსაფუძვლო. ძალიან მალე, კიდევ უფრო მეტი სიცხადე იქნება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოტანილი. იმდენად გაზრდილია ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური ცნობიერება, რომ არ გაუჭირდებათ სწორ, არასწორ და საკმაოდ ფარისევლურ გზაზე მყოფი პოლიტიკოსების გარჩევა." - განაცხადა რიჟავაძემ განცხადება,  აჭარის ტელევიზიის ტოკ-შოუ „თავისუფალ სივრცის“ ეთერში.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის