USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Tbilisi
ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც მარტში საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორები ეწვივნენ
Date:  1051

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ტურიზმის სექტორში აღდგენის ტემპი კვლავ ნელია. მარტში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 188 354 ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდელი მაჩვენებლის მხოლოდ 37%-ია.

მიმდინარე წლის სამ თვეში საქართველოში 576 503 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტია აღრიცხული, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი 1.6 მილიონს აღემატებოდა.

ტოპ-10 ქვეყანა მარტში საერთაშორისო ვიზიტების მიხედვით:

• თურქეთი - 42 421 ვიზიტი
• რუსეთი - 22 536 ვიზიტი
• სომხეთი - 21 990 ვიზიტი
• საქართველო (არარეზიდენტები) – 17 145 ვიზიტი
• აზერბაიჯანი - 14 554 ვიზიტი
• ისრაელი - 12 308 ვიზიტი
• ირანი - 7 070 ვიზიტი
• უკრაინა - 6 375 ვიზიტი
• ყაზახეთი - 5 358 ვიზიტი
• ბელარუსი - 5 260 ვიზიტი

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთიდან ვიზიტორების ზრდაზე არაერთი განცხადება გაკეთდა. წლის პირველ 3 თვეში საქართველოში თითქმის 72 ათასი რუსეთის მოქალაქის ვიზიტი შედგა. ამავე პერიოდში უკრაინიდან 27 597 ვიზიტია აღრიცხული.

World
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way