რა არის ბიზნესი, როგორ ვიშოვოთ ფული და როგორ ვიყოთ წარმატებულები?
ამ ყველაფერზე ცნობილი ადამიანების აზრების მოსმენა არასადოს არ არის დროის ფუჭი ფლანგვა.
უილიამ ა. უარდი
წარმატების რეცეპტი: ისწავლეთ, სანამ სხვებს სძინავთ, იმუშავეთ, სანამ სხვები უსაქმოდ დაეხეტებიან, მოემზადეთ, სანამ სხვები თამაშობენ, იოცნებეთ, სანამ სხვები ნატრობენ.
პოლ ჯ.მეიერი
თქვენი წარმატების ერთადერთი უტყუარი საზომია ის, რასაც თქვენ აკეთებთ თქვენ ჭეშმარიტ პოტენციალთან შედარებით.
სვიფტი
ზეცაში სიმდიდრე ფასეულობად რომ ითვლებოდეს მას ასეთ ნაძირალებს არ მისცემდნენ.
ე. ბერკი
რამდენადაც სიმდიდრე ყოველთვის ძალაუფლებაა, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ძალაუფლება ამა თუ იმ საშუალებით მიითვისებს სიმდიდრეს.
სენეკა
უმაღლესი სიმდიდრე სიძუნწის არ არსებობაა.
დიდი სიმდიდრე დიდი მონობაა
სტენდალი
ადამიანი ცხოვრობს არა იმიტომ, რომ გამდიდრდეს, არამედ იმიტომ, რომ ბედნიერი იყოს.
ფ. დანი
თუ ადამიანი ჭკვიანია, ის ადრე თუ გვიან აუცილებლად გამდიდრდება, გამდიდრებული კი აუცილებლად გასულელდება _ თვითონ თუ არა, მისი ცოლი მაინც.
რ.ლინდი
მდიდრები ყველაზე დიდ სიამოვნებას ღებულობენ მაშინ, როცა სიმდიდრეზე ლაპარაკობენ, როგორც დიდ ტვირთზე.
ლ. სმიტი
ჩათვალო, რომ შეიძლება იყო მდიდარი და არ მოიქცე ისე, როგორც იქცევიან მდიდრები - იგივეა, თუ დავუშვებთ, რომ შეიძლება მთელი დღე სვა და დარჩე აბსოლუტურად ფხიზელი
სომერი
ვისაც არ შეუძლია იყოს ღარიბი, ის ვერ შეძლებს იყოს მდიდარი
ბ. შოუ
მდიდარი ადამიანები რწმენის გარეშე თანამედროვე საზოგადოებაში უფრო საშიში არიან ვიდრე ღარიბი ქალები მორალის გარეშე
ა.დიუმა
რა არის ბიზნესი? სულ უბრალოდ - ეს სხვისი ფულია
ს.ჯონსონი
კომერცია ფორტუნას პირმშოა, დედასავით მერყევი და მაცდური.
დ. ენრაიტი
შაბლონურად აზროვნება საქმის ჩაგდების საუკეთესო საშუალებაა.
დ. კარნეგი
პირადად მე მიყვარს მარწყვი ნაღებით, მაგრამ თევზი, რატომღაც, ჭიას ამჯობინებს. ამიტომ როცა სათევზაოდ მივდივარ, იმაზე კი არ ვფიქრობ, მე რა მიყვარს, არამედ იმაზე, თუ რა უყვარს თევზს - (ნაღებიანი მარწყვის პრინციპი)
ი. ლიპკი
ბიზნესში წარმატებისათვის უჩვეულო ტალანტია აუცილებელია, მაგრამ თუ ასეთი ტალანტი გაგაჩნიათ, ღირს კი მისი ბიზნესზე დახარჯვა?
ა.მორუა
ბიზნესი ომისა და სპორტის კომბინაციაა.
ს.ბატლერი
კომერცია მეცნიერებასა და რელიგიასავით უნდა იყოს, ის არ უნდა განიცდიდეს არც სიყვარულს და არც სიძულვილს.
დ. როკფელერი
ბიზნესზე დაფუძნებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დაფუძნებული ბიზნესი.
ო. ბალზაკი
მან ბრუნვაში გაუშვა ყველაფერი, საკუთარი მამის სიკვდილიც კი
ს. ბატლერი
ნებისმიერი კომერცია მომავლის განჭვრეტის მცდელობაა.
ფ.შილერი
ბრიყვია ის, ვინც შუა გზაზე ტოვებს საქმეს და პირდაღებული უყურებს შორიდან, თუ რა გამოვა აქედან
მ. ამსტერდამი
ბიზნესი - ეს არის ხელოვნება, ძალადობის გარეშე სხვა ადამიანის ჯიბიდან ამოიღო ფული.
ბერკი
ყველა ადამიანი თავისებურად კოტრდება, თავისი მიდრეკილებების და ჩვევების შესაბამისად.
პ. დეკურსელი
სიზარმაცე სიმდიდრის შვილია და სიღარიბის დედა
ი. კნიაჟნინი
სიღარიბე ყველა ჩვენი ნიჭის გამანადგურებელია
ბ. ფრანკლინი
სიზარმაცე ისე ნელა დადის, რომ სიღარიბე უცებ ეწევა მას
ჯოის კლაიდ ჰოლი
ჩვენ არ გვაქვს ტყუილის უფლება. ეს უსამართლო და წამგებიანია, მაგრამ ჩვენი წმინდათაწმინდა მოვალეობაა, დავეხმაროთ მომხმარებელს თავის მოტყუებაში.
ჰაროლდ გინინი
ბიზნესის სამყაროში ყველას ორი მონეტით უხდიან: ნაღდი ფულითა და გამოცდილებით.
ჯერ გამოცდილება შეიძინე, მოგვიანებით კი ფულიც შემოგივა.
ჯეიმს ჩარლტონი
ნუ დაიწყებთ ვაჭრობაში ხრიკების სწავლას, ისწავლეთ ვაჭრობა.
დევიდ როკფელერი
ბიზნესში წარმატება სწავლას, დისციპლინასა და მუხლჩაუხრელ შრომას მოითხოვს. და თუ ეს არ გაშინებთ, იცოდეთ, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც დღეს გეძლევათ, არ ჩამოუვარდება უწინდელს.
ჯეიმს ბოლდუინი
აღმოჩნდა, ფული სექსს ჰგავს; შეუძლებელია რამეზე ფიქრი, თუ არ გაქვს და სხვა რაღაცეებზე ფიქრს იწყებ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მიიღებ მას.
ნეილ სიმონი
ფულს ნამდვილად ბედნიერება მოაქვს! მაგრამ, რაღაც გარკვეული ზღვრის შემდეგ, ის კიდევ უფრო მეტი ფულის შემოტანას იწყებს.
პოლ ერდმანი
ამერიკის საერთო არსი არის იმედში თავიდან გააკეთო ფული, შემდეგ აკეთო ფულით ფული და მერე დიდი ფულით გააკეთო კიდევ უფრო დიდი ფული.
ჰენრი ფორდი
ფული არ ცვლის ადამიანს, ის მხოლოდ ნიღაბს ხსნის მას. თუ ადამიანი ბუნებით ეგოისტი, ამპარტავანი ან ძუნწია, ფული მხოლოდ ამ თვისებების გამომჟღავნებას უწყობს ხელს, სულ ესაა.
ჯო ლუისი
სიმართლე რომ ვთქვა, მე არ მიყვარს ფული. ის მხოლოდ ჩემს ნერვებს ამშვიდებს.
მარკ ტვენი
აკეთე ფული და მთელი სამყარო შეთანხმდება, ჯენტლმენად ჩაგთვალოს.
პ. ბარნუმი
ფული - ულმობელი ბატონია, მაგრამ ბრწყინვალე მოსამსახურე.
ბენჟამინ ფრანკლინი
ცხოვრებაში სამი ერთგული მეგობარია: ბებერი ცოლი, ბებერი ძაღლი და ნაღდი ფული.
არნოლდ როსშტეინი
ფული საუბრობს. და რაც მეტია, მით უფრო ხმამაღლა.
ჰენრი ფორდი
ბიზნესი არასდროსაა სრულიად ჯანმრთელი, თუ ქათმის მსგავსად გამუდმებით არ იქექება, რათა შეინარჩუნოს ის, რაც გააჩნია.
სემ სნედი
დაივიწყე შენი ოპონენტები; ყოველთვის ითამაშე პარტნიორების წინააღმდეგ.
რობერტ ფროსტი
კომერციაში არაფერია უწესო, მაგრამ ყოველგვარი კომერცია არაა წესიერი.
თომას ფულერი
ბიზნესის ხალხს უფლება არ აქვს სიტყვის ორჯერ გატეხვისა.
ვუდი ალენი
არავისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ ორგანიზებულ დანაშაულს, ამერიკაში, ორმოც მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს ყოველწლიურად. ეს საკმაოდ შემოსავლიანი საქმეა, მითუმეტეს, თუ გაითვალისწინებთ, რომ მაფია ეკონომიას აკეთებს თავისი ოფისების შენახვაზე.
ჰენრი ფორდი
ბიზნესი, რომელიც ფულის გარდა არაფერს აწარმოებს, ღარიბი ბიზნესია.
უორენ ბაფიტი
წესი პირველი: არასდროს დაკარგო ფული.
წესი მეორე: არასდროს დაივიწყო პირველი წესი.