USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ტოკიოს ოლიმპიადა, შესაძლოა, წელსაც აღარ ჩატარდეს
Date:  522

კოვიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, შესაძლოა, აღარ ჩატარდეს, - იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის მმართველი „ლიბერალ დემოკრატიული პარტიის“ გენერალურმა დირექტორმა ტოშიჰირო ნიკაიმ განაცხადა.

„რა აზრი აქვს ოლიმპიადებს, თუ ის პასუხისმგებელი იქნებიან ინფექციების გავრცელებაზე? თუკი ოლიმპიადის ჩატარება შეუძლებელი იქნება, უნდა გაუქმდეს,“ - აღნიშნა ტოშიჰირო ნიკაიმ.

მან ასევე დასძინა, რომ ოლიმპიადის მასპინძლობა იაპონიისთვის „დიდი შანსია“ და მისი წარმატებულად ჩატარებისთვის ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს.

იაპონიაში, ბოლო პერიოდში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება და ჯანდაცვის ექსპერტები „მეოთხე ტალღის“ დაწყებაზე საუბრობენ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდა სუგამ პირობა დადო, რომ ქვეყანაში „უსაფრთხო და დაცული“ ოლიმპიადა ჩატარდება.

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way