USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
თინა ბოკუჩავა - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გენოციდად აღიარების შესახებ მიღებულ რეზოლუციის კენჭისყრაში, ქართველმა დეპუტატებმა მონაწილეობა არ მიიღეს
თარიღი:  

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავას განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გენოციდად აღიარების შესახებ მიღებულ რეზოლუციის კენჭისყრაში, ქართველმა დეპუტატებმა მონაწილეობა არ მიიღეს.

 

„ევროსაბჭომ გენოციდად ცნო უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია რუსეთში. ეს არის ძალიან პრინციპული რეზოლუცია, რომელსაც პროდასავლელი ხელისუფლება, ბუნებრივია, მხარს დაუჭერდა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინო ნაბიჯია, რომ მორიგ ჯერზე ზურგი შეაქცია უკრაინას და უკვე საერთაშორისო ასპარეზზე მხარი დაუჭირა რუსეთს.

აქამდე ისინი ერთადერთ უსუსურ გამართლებას ებღაუჭებოდნენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ საერთაშორისო ფორუმებზე კენჭისყრებში მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის სასარგებლოდ. ახლა ესეც კი დაათმობინა რუსეთმა „რუსულ ოცნებას“ და ისინი სამარცხვინოდ არ არიან იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებმაც მთელი ცივილიზებული სამყაროს თანამონაწილეობით გენოციდად აღიარეს რუსეთის მოქმედებები“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის