USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
ტიკარაძე: თებერვალ-მარტში მოსახლოების 20%-ისთვის საჭირო ვაქცინა ჩამოვა
Date:  370

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში, მოსახლეობის 20%-ისთვის საჭირო ვაქცინა 2021 წლის თებერვალ-მარტში ჩამოვა. ამის შესახებ ტიკარაძემ კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, საქართველოს ვაქცინების გლობალურ ალიანსთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა თავად შეძლებს ვაქცინის შერჩევას და დროულად მიღებას:

“სექტემბერში სამინისტრომ კოვაქს პლატფორმასთან გააფორმა ორმხრივი ვალდებულების ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და ვაქციების გლობალურ ალიანსს შორის შეთანხმებას ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვაში დახმარების თაობაზე. შეთანხმებულია მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციისთვის საჭირო ოდენობის მოწოდება მომდევნო წლის თებერვალ-მარტში. ამისთვის ქვეყანამ უკვე გადარიცხა 16 მილიონი ლარი და შედეგად მივიღებთ ვაქცინის შერჩევის და დროულად მიღების უფლებას”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ დროისთვის ევროპისა და აშშ-ის მარეგულირებლებს მხოლოდ ორი – Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები – აქვთ დამტკიცებული.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way