USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ტიკარაძე - ჯარში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, მაგრამ არის შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი ვისაც დაუდასტურდა, საგანგაშო არაფერია
Date:  392

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯარში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, მაგრამ არის შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი ვისაც დაუდასტურდა, თუმცა საგნაგაშო არაფერია.

მისი თქმით, აღნიშნულ ჯგუფებში სიტუაცია კონტროლირებადია და მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები.

„დავიწყებ იმ ჯგუფიდან, სადაც არ დაფიქსირებულა კორონავირუსი და ეს არის ჯარი. ჯარში არ დაფიქსირებულა. არის რამდენიმე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, სადაც დაფიქსირდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია. ასევე არიან ექიმები, ვისაც დაუდასტურდათ. მათი რიცხვი დღესდღეობით არის 20-მდე. ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელიც. სწორედ აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი ეს გაიდლაინი და ალგორითმი, რომლის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. ზოგადად, ამ ჯგუფებში სიტუაცია კონტროლირებადია და ჩვენ დამატებით ვმუშაობთ იმ უსაფრთხოების ზომების და ნორმების დანერგვაში და ასევე მიმდინარეობს გარკვეულწილად ტრენინგები ამ ჯგუფში, რათა ისინი სამომავლოდ იყვნენ უფრო მეტად დაცულები. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ძირითადად გადატანილი აქვთ უსიმპტომოდ დაავადება, რაც ჩვენთვისაც გასათვალისწინებელია. თუმცა, პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ის ექიმი ვინც იყო აღმოჩენილი, დროებით იმყოფებიან მონიტორინგის ქვეშ, რათა ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რომ მათი მხრიდან უკვე შემდგომი ადამიანების დაინფიცირების რისკი არ არსებობს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way