USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Tbilisi
ტიფლისის გერმანელი ექიმები
Date:  1157
ტფილისში პრაქტიკულად ყველა აფთიაქი გერმანელების მიერ იყო დაარსებული – კოხის, ზემელის, ოტენის, ჰაინეს და სხვა.
 
ტფილისში მრავალი გერმანელი ექიმი მუშაობდა. სამოქალაქო უწყებაში მრავალი წლის განმავლობაში სამედიცინო განყოფილებას ხელმძღვანელობდა ფრიდრიხ ფეხნერი. მან მოიწვია გერმანიიდან სხვადასხვა სპეციალობის ექიმები – მეანი ა.ფიშერი, ქირურგი კ. ფონ შტელი, ქალური სნეულებანი – ო. შენგლერი, შინაგანი სნეულებანი და ვენერიული დაავადებები – მ. შტრაიხერი.
 
განსაკუთრებით მოთხოვნადები იყვნენ კბილის ექიმები, და მათ შორის თავად ამილახვარის მიერ მე-19 საუკუნის დამლევს მოწვეული ახალგაზრდა სტომატოლოგი ოტო გოტლიბ ჰაინე. მიხეილის გამზირზე მან დააარსა სტომატოლოგიური სასწავლებელი. მას გამოჰყვნენ ძმები. ერთი მათგანი იყო ღვინის სპეციალისტი და მოღვაწეობდა ალექსანდრე ჭავჭავაძის მარანში. მეორე ძმა ერევანში თერაპევტად მუშაობდა, მესამე კი გინეკოლოგად ბათუმში. ბათუმში მის მიერ აშენებულ სამშობიაროში მოგვიანებით პიონერთა სასახლე იყო განლაგებული.
 
დოქტორი ალექსანდრე ჰაინე, ცნობილი ნევროპათოლოგი, პეტრე სარაჯიშვილის მიერ დაარსებულ ნევროლოგიის ინსტიტუტში ერთ-ერთი განყოფილების გამგე იყო.
 
1941 წელს ჰაინების ოჯახი, სულ 8 სული, ყაზახეთში გადაასახლეს. მისი შვილი დოქტორი გარი ჰაინე მოგვიანებით გახდა სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ოტოლარინგოლოგთა საკავშირო საზოგადოების თავმჯდომარე.
 
ტფილისში მიხეილოვის პროსპექტზე არსებობდა გერმანელების საავადმყოფო.
 
დღეს აღმაშენებლის გამზირზე N 126 მდებარე ეს შენობა სერიოზულად სახეცვლილია, ამჟამად განთავსებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკა.
ავტორი დიმიტრი ჩხეიძე
 
 
tbilisi
დიღმის მასივში მასშტაბური მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება, სამუშაოებისთვის 45 728 748 ლარი დაიხარჯება
თბილისის მერია კიდევ ერთ მულტიფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს დიდუბის რაიონში ააშენებს. პროექტის ფარგლებში, დიღმის მასივში 16 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სამი ბლოკი აშენდება, სადაც სხვადასხვა სპორტული და კულტურული სივრცე მოეწყობა.
აღნიშნული ცენტრის პროექტის დეტალებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„დღეს, კიდევ ერთ მაგარ პროექტს ვაანონსებთ. წლების წინ, აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, სპორტული მოედნები იყო. წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა კერძო მესაკუთრეზე ჯერ ათწლიანი არსებული სტატუსის შენარჩუნებით. შემდეგ კი, ინვესტორს შეეძლო სამშენებლო სამუშაოები განეხორციელებინა, თუნდაც დაენგრია კომპლექსი და აქ კორპუსი აეშენებინა. ჩვენ გვქონდა აქტიური მოლაპარაკებები მეპატრონესთან, შევთანხმდით ადგილმონაცვლეობაზე, ტერიტორია კი მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას დაუბრუნდა. ჩვენთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რეკრეაციული ან სპორტული სივრცეების ხარჯზე არ მოხდეს მშენებლობები. ქალაქის განვითარებას, მშენებლობას, ბიზნესსექტორს ხელს ვუწყობთ, მაგრამ ეს ყველაფერი ურბანულად სწორად უნდა მოხდეს.
ჩვენ უკვე გვაქვს პროექტი. სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი კი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პირველ რიგში, ავარიული შენობის დემონტაჟი მოხდება და შემდეგ უკვე დავიწყებთ ცენტრის მშენებლობას. ეს იქნება ყველაზე დიდი ცენტრი თბილისში, რაც კი აგვიშენებია - 16 000 კვ.მ-ზე განთავსებული. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ორი საცურაო აუზი, ორი ტენისის კორტი, რომელიც გადახურულ შენობაში იქნება და ეს არის სიახლე, რაც არცერთ სხვა ცენტრში არ გვაქვს. იქნება სატრენაჟორო, სავარჯიშო სივრცეები, საკალათბურო და საფეხბურთო მოედნები, მინი საფეხბურთო მოედანი და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, შენობაში განთავსდება საკონფერენციო სივრცე, სასწავლო აუდიტორიები, სასტუმრო ნომრები, სპორტული მაღაზია, ფარიკაობის დარბაზი, მხატვრული ტანვარჯიშისა და ცეკვის დარბაზი.
აღნიშნული პროექტს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებს და სამუშაოებისთვის 45 728 748 ლარი დაიხარჯება.
მულტიფუნქციური ცენტრის მოწყობის დეტალებს, დედაქალაქის მერთან ერთად, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი , თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი გაეცნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way