თიბისი ლიზინგმა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 240 მილიონი ლარის მოცულობის 5-წლიანი ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანში წარმატებით განათავსა. ტრანშის მოცულობამ 115 მილიონი ლარი შეადგინა.
მოზიდული რესურსი სრულად მიმართულია კომპანიის არსებული ობლიგაციების რეფინანსირებისკენ, რაც უზრუნველყოფს ვალდებულებების ეფექტიან მართვასა და ფინანსური სტრუქტურის ოპტიმიზაციას. პროგრამის ფარგლებში, მეორე ტრანშის განთავსება წლის განმავლობაში განხორციელდება კომპანიის ფინანსური საჭიროებების შესაბამისად.
ობლიგაციების ინვესტორებს წარმოადგენენ ადგილობრივი კომერციული ბანკები და საპენსიო სააგენტო, ხოლო ექსკლუზიური განთავსების აგენტია თიბისი კაპიტალი.
“აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების ნდობას კომპანიის მიმართ და ხაზს უსვამს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მზარდ დინამიკას. ობლიგაციების პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო მოქნილად ვმართოთ ფინანსური რესურსები და განვაგრძოთ ბიზნესის მდგრადი ზრდა.” - ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლოზინგის ფინანსური დირექტორი
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.