ტიბეტში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 53 ადამიანი დაიღუპა, - იუწყება DW.
გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ 62 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დანგრეულია სახლები და სხვა შენობები.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 09:05 საათზე მოხდა. ბიძგები ასევე იგრძნობოდა მეზობელ ნეპალში, ბუტანსა და ინდოეთში. ეპიცენტრი ქალაქ შიგაცედან 163 კილომეტრში იყო.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.