USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
Тбилиси
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ასი დღის ეკონომიკური სტატისტიკა
дата:  1943

თეთრი სახლი აქვეყნებს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ასი დღის ეკონომიკურ შედეგებზე ინფორმაციას, რომელიც სამუშაო ადგილების შესახებ სტატისტიკით იწყება.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, „თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა შექმნა 345 ათასი სამუშაო ადგილი. მათ შორის 188 ათასი (54%) არასამთავრობო და მთავრობის მომიჯნავე სექტორებზე მოდის. ეს არის დრამატული გაუმჯობესება ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო ორი წლის მდგომარეობასთან შედარებით, როცა ყველა ახალი სამუშაო ადგილის სამი მეოთხედი სამთავრობო ან მთავრობის მომიჯნავე სექტორებზე მოდიოდა“, - ვკითხულობთ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელშიც აგრეთვე აღნიშნულია, რომ ახალ სამუშაო ადგილებს შორის 27 ათასი მშენებლობის სექტორში შეიქმნა, 9000 - საწარმოო სექტორში. ვეტერანებს შორის უმუშევრობის დონე 0,4%-ით შემცირდა. 228 ათასი სამუშაო ადგილი მხოლოდ მარტში შეიქმნა და ეს იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში მეოთხე საუკეთესო თვე კერძო სექტორში ხელფასის ზრდის მხრივ.

თეთრი სახლის ცნობით, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ასი დღის განმავლობაში ფედერალურ უწყებებში დისტანციურად მომუშავეთა რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით, 2025 წლის მარტში 16 პროცენტული პუნქტით დაეცა, „რაც აჩვენებს ფედერალური უწყებების მუშაკთა ოფისებში დაბრუნების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივის წარმატებას“.

ტრამპის ადმინისტრაციის წერილში მოყვანილია ინფლაციის მონაცემები, მათ შორის შემდეგი ინფორმაცია:

  • რეცეპტით გასაცემი წამლების ფასები 2%-ზე მეტით დაეცა;
  • გასულ თვეში ასეთი წამლების ფასი ისტორიულად ყველაზე მეტად შემცირდა;
  • ბენზინის ფასი, სამომხმარებლო ფასის ინდექსით (CPI), 7%-ით შემცირდა, ტრამპის პრეზიდენტობის დაწყებიდან დღემდე;
  • ენერგიაზე ფასები შემცირდა 2%-ით;
  • კვერცხზე საბითუმო ფასი დაახლოებით 50%-ით შემცირდა. მომხმარებელთა უმრავლესობამ უკვე იგრძნო ფასებზე შეღავათი საცალო ქსელშიც, ყველა მათგანი იგრძნობს ამას შემდგომ ორ თვეში.

ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდის ინფლაციის მონაცემები შედარებულია ბაიდენის პრეზიდენტობის დროინდელ მონაცემებს. მათ შორის აღნიშნულია ის, რომ “მწვავე ინფლაციის შედეგად, პრეზიდენტ ბაიდენის პრეზიდენტობის ვადაში რეალური ხელფასები 2,4%-ით შემცირდა”.

თეთრი სახლის თანახმად, საქონელზე საბითუმო ფასები თითქმის 1%-ით შემცირდა, სერვისებზე საბითუმო ფასები კი 0,2%-ით, რაც "საბოლოოდ სამომხმარებლო ფასების დაწევაში აისახება".

სხვა ეკონომიკურ მონაცემებს შორის ნაჩვენებია ახალი ინვესტიციების მოცულობაც. ტრამპის ადმინისტრაციის თანახმად, როგორც უცხო ქვეყნების მთავრობების, ისე კერძო კომპანიების მიერ აშშ-ში მინიმუმ 5 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განზრახვა გამოცხადდა.

აშშ-ის ტარიფები აღარ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და ჩიპებზე

ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებს შორის დასახელებულია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ “10-დან 1-მდე დერეგულაციის აგრესიული ინიციატივის განხორციელება, რომლის თანახმადაც, როცა უწყება ახალი წესის ან სახელმძღვანელო დოკუმენტის შემოღების ინიციატივას წარმოადგენს, მან უნდა გააუქმოს ათი არსებული წესი ან სახელმძღვანელო დოკუმენტი. ეს ძალისხმევა აძლიერებს პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადის დროს წარმოდგენილ წარმატებულ დერეგულაციურ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებდა ერთი ახალი წესის სანაცვლოდ, მინიმუმ ორი არსებული რეგულაციის გაუქმებას, რამაც პრაქტიკაში შედეგად მოიტანა 5,5 წესის გაუქმება ყოველი ახალი მნიშვნელოვანი წესის შემოღებისას“.

თეთრი სახლი იუწყება, რომ პრეზიდენტობის დაწყებიდან დღემდე პრეზიდენტმა ტრამპმა გამოსცა 20-ზე მეტი მნიშვნელოვანი დერეგულაციური საპრეზიდენტო გადაწყვეტილება (მაგალითად, აღმასრულებელი ბრძანება, საპრეზიდენტო მემორანდუმი და საპრეზიდენტო განკარგულება).

წყარო:https://www.radiotavisupleba.ge/

мир
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати