USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
თბილისი
თეთრიწყაროში სახალხო დღესასწაული ,,გარისობა 2025” გაიმართა
თარიღი:  616
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ააიპ კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით, გარისობის სახალხო დღესასწაული ციყვების პარკში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ილია ჯალაღონიამ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს.
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო საბავშვო გასართობი პროგრამა, ზღაპრის გმირებისა და ილუზიონისტების მონაწილეობით, თეატრალიზებული სანახაობა,
ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულების მიერ წარმოდგენილ კუთხეებში ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.
სპორტული აქტივობების ფარგლებში ჩატარდა გიორგი გოგინაშვილის სახელობის ტურნირი ფრენბურთში. პირველი ადგილი დაბა მანგლისის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ გუნდს თასი და ფულადი ჯილდო გადაეცა.
ააიპ კულტურის და სპორტის ცენტრის დირექტორმა, დავით ყაზახაშვილმა, ტიტულოვან ქართველ ძიუდოისტებთან, ავთანდილ ჭრიკიშვილთან და ნესტორ ხერგიანთან ერთად, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებისთვის, ადგილობრივი სპორტსმენები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. წლის სპორტსმენებად მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე, შავი ზღვის თასის ჩემპიონი ძიუდოისტი, ბესი სამსიანი და ორგანიზაცია „გამას“ ორგზის ჩემპიონი ზურა მუკვანი დაასახელეს.
სახალხო ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გიგა ნამიჭეიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გოჩა თედორაძე, მერის მოადგილეები, დევი დევიძე, ლია ზურებიანი, დევი მუხაშავრია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება, ჯგუფი ,,რეგიონისა" და თორღვას მონაწილეობით, გალა კონცერტით დასრულდა.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის