USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
თეთრი სახლი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ, ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რაც მოხდა
Date:  1091

ვიტყვი, რომ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ „უცხიური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა მოულოდნელი არ იყო, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა არის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მესიჯი ქართველი ხალხის მიმართ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ათიათასობით ქართველი აპროტესტებდა ამ კანონპროექტს გასულ კვირას, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი საქართველოს ისტორიაში და ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა ნათლად გამოხატა თავისი წინააღმდეგობა. ეს კანონმდებლობა მოითხოვს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ უცხოური მთავრობის აგენტებად, უბრალოდ დაფინანსების 20%-ის უცხოეთიდან მიღების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათ ამის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა არის ის, რასაც აკეთებენ ავტორიტარული მთავრობები და ეს არის იარაღი და ტაქტიკა განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ, ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რაც მოხდა“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way